ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დედაქალაქ ჰარარეს ოლქის მასშტაბით, გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა
ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დედაქალაქ ჰარარეს ოლქის მასშტაბით, გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დედაქალაქ ჰარარეს ოლქის მასშტაბით, გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა. ზიმბაბვეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციური „დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობის“ ლიდერმა, ნელსონ ჩამისამ 548 889 ხმა მიიღო. კომისიის ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტს მმართველი პარტია „აფრიკის ეროვნული კავშირი ზიმბაბვე – პატრიოტული ფრონტის” წარმომადგენელს, ემერსონ მნანგაგვას კი 204 710-მა ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება გაგრძელდება და ქვეყნის სხვა ოლქების შედეგებიც გახდება ცნობილი.