ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს
ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს. ზიმბაბვეს საარჩევნო კომისიამ ქვეყნის 10 ოლქიდან, 9-ის შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს, ემერსონ მნანგაგვას 2.1 მილიონი ხმა აქვს, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის ლიდერს, ნელსონ ჩამისას კი 1.9 მილიონი. დარჩენილი ერთი ოლქი მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერ პროვინციად ითვლება.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დედაქალაქ ჰარარეს ოლქში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა. დასავლური მედია წერს, რომ ვითარება სავარაუდოდ დაიძაბება, რადგან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად მმართველი პარტიის გამოცხადებას, საპროტესტო აქციები მოჰყვა. არეულობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. პოლიციამ ოპოზიციის 18 წევრი დააკავა. ზიმბაბვეში საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად ჩატარდა.