ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ რობერტ მუგაბე პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადააყენა
ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ რობერტ მუგაბე პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადააყენა

ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ რობერტ მუგაბე პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადააყენა. მის ადგილს ზიმბაბვეს ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა დაიკავებს.

შეგახსნებთ, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე უკვე რამდენიმე დღეა შინაპატიმრობაში იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, ის დღეს სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს, რომლებიც მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

94 წლის რობერტ მუგაბე 1980-იანი წლებიდან მართავს ზიმბაბვეს. ქვეყანაში ვითარება გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა და სახელმწიფოს ლიდერად მეუღლის, გრეის მუგაბეს დანიშვნა გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ზიმბაბვეში მართვის სადავეები სამხედროებმა ჩაიბარეს.