ზიკო - ნეიმარს არ აქვს რონალდოსა და მესის პროფესიონალიზმი
ზიკო - ნეიმარს არ აქვს რონალდოსა და მესის პროფესიონალიზმი

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას ზიკოს მიაჩნია, რომ მის თანამემამულეს, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ მოიხსენიებოდეს.

„მე ძალიან მომწონს ნეიმარი, დაუჯერებლად თამაშობს, მაგრამ ის უფრო მეტად პროფესიონალი უნდა გახდეს, როგორც კრიშტიანო რონალდო და მესი არიან, რომლებიც ფეხბურთისთვის ცხოვრობენ.

ნეიმარს ძალიან ბევრი აზრი უტრიალებს, რაც მას გონებას უფანტავს. ცოტა ხნის წინ ველაპარაკე და ვთხოვე, უფრო მეტად პროფესიონალი იყოს. ახლა ის 28 წლისაა და „პარი სენ-ჟერმენში” კარგ გუნდში მოხვდა. მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის კლასზე მთელი ტურნირის განმავლობაში და არა ცალკე აღებულ მატჩში. ახლა ნეის უფრო მეტი გამოცდილება აქვს”, – მოჰყავს ზიკოს სიტყვები „გაძეტა დელო სპორტს“.

ნეიმარს 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, როცა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, 80 მატჩში 69 გოლი დაუგროვდა.