ბრიტანული გაზეთი „ინდეპენდენტი“ წერს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალში“ მწვრთნელი შეიცვლება.
კლუბის ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის პოზიციზე მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას განიხილავს. ჭორების მიხედვით, ფრანგ სპეციალისტს გაუფუჭდა ურთიერთობა ფეხბურთელებთან და კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან.
ირკვევა, რომ ზიდანს ყველაზე მეტი პრობლემა გუნდის ვეტერანებმა შეუმქნეს. „რეალის“ წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ 48 წლის პოჩეტინოსთან კონტაქტი. არგენტინელი გასული წლის ნოემბერში „ტოტენჰემიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარი რჩება.