მადრიდის „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ გაწვრთნას არ აპირებს, – წერს გაზეთი „თაიმსი“ (The Times). ფრანგი მაურიციო სარის შემცვლელად განიხილება, რომელიც, შესაძლოა, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვონ.
აღნიშნავენ, რომ ზიდანს არ სურს პრემიერლიგაში მუშაობა. გამონაკლისს, მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ წარმოადგენს.
უფრო ადრე დაიწერა, რომ ზიდანმა, შესაძლოა, „იუვენტუსი“ ჩაიბაროს, რომელშიც 1996-2001 წლებში თამაშობდა. ფრანგი სპეციალისტისთვის ყველაზე მეტად სასურველი სამუშაო ადგილი სწორედ ტურინული კლუბია.