ზიდანმა რონალდოზე ისაუბრა
ზიდანმა რონალდოზე ისაუბრა

ლეგანესთან დაპირისპირებამდე მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს შესახებ დაისვა, რაზეც ზიდანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„კრიშტიანოსთან დაკავშირებულ სიტუაციას ჩვენ ვეღარ შევცვლით. ის წავიდა და ჩვენ ვინც არ უნდა გავიფორმოთ, კრიშტიანოს ვერ ჩაანაცვლებს. ვერავინ გააკეთებს იმავეს, რაც პორტუგალიელს გამოსდიოდა.
ყველაფერი სრულდება, მან ჩვენს კლუბში არაჩვეულებრივად ითამაშა და ბევრი კარგი რამ გააკეთა, ყველაფრით კმაყოფილი ვართ. როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერის თვალსაზრისით, რონალდომ სხვა ეტაპზე გადაინაცვლა. რაც შეეხება რეალს, ჩვენ ატლეტიკოს კონკურენციას გავუწევთ და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, აი ეს არის ჩვენი მიზანი“, – ციტირებს მადრიდის რეალის ოფიციალური ვებგვერდი ზიდანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ლეგანესი – რეალი გუშინ გაიმართა და ანგარიშით 1:1 დასრულდა.

დატოვე კომენტარი