ზიდანის ვაჟი სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს
ზიდანის ვაჟი სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს

ზინედინ ზიდანის ვაჟი, მადრიდის „რეალის“ მეკარე ლუკა ზიდანი 2019-20 წლების სეზონს სანტანდერის „რასინგში“ გაატარებს. კლუბებმა მოილაპარაკეს 21 წლის ფეხბურთელის იჯარაზე, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).

„რეალს“ ჰყავს ტიბო კურტუა, სავარაუდოდ, აღარ აპირებს გუნდის დატოვებას კეილორ ნავასი, ამიტომაც ლუკა ზიდანს თითქმის აღარ დარჩა შანსი – გარკვეული სათამაშო დრო მიიღოს „სამეფო კლუბში“. აღნიშნავენ, რომ „რასინგში“ გადასვლა ლუკას მამამისმა ურჩია, რომელიც შვებულებას სანტანდერში ატარებდა.

ლუკა ზიდანის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება.

გასულ სეზონში „რასინგმა“ პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთის სეგუნდა B-ის მეორე ჯგუფში და მოიპოვა სეგუნდა დივიზიონში თამაშის უფლება.