ზიდანის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლა გამოირიცხა
ზიდანის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლა გამოირიცხა

როგორც ჩანს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად მისვლა გამოირიცხა. ამის თაობაზე ფრანგი სპეციალისტის აგენტმა – ალან მილიაჩომ განაცხადა.
მისი თქმით, ზიდანი აუცილებლად შეასრულებს სიტყვას და სამწვრთნელო საქმიანობიდან ერთი წელი დაისვენებს. ამასთან, მილიაჩომ ისიც თქვა, რომ არ არის გამორიცხული, მისი კლიენტი „იუვენტუსში“ დაბრუნდეს.

„დარწმუნებული ვარ, ზინედინ ზიდანი თავის ნათქვამ სიტყვას არ გადათქვამს. ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს. ვესაუბრე მას და პირდაპირ მითხრა, რომ არ აპირებს ინგლისში სამუშაოდ წასვლას… რაც შეეხება „იუვენტუსს“, ეს არის შესანიშნავი პროექტი. ზიდანს ამ კლუბთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს და სულაც არ გამოვრიცხავ, ერთ დღეს სამუშაოდ ტურინში დაბრუნდეს ” – აღნიშნა მილიაჩომ.

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ზიდანს გენერალური დირექტორის თანამდებობას სთავაზობს.