ზინედინ ზიდანის აგენტმა – ალან მილიაჩომ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ მან არ გამორიცხა ზიზუს „იუვენტუსში“ მუშაობა.
გამოცემა goal.com-ი მილიაჩოს განცხადებას ავრცელებს, სადაც აგენტი ამბობს რომ „მანჩესტერში“ ზიდანის დასაქმება გამორიცხულია, ხოლო „იუვესთან“ ისტორია აკავშირებს და გუნდს მიმზიდველი პროექტი აქვს:
„ზიდანი ასეთია – როდესაც იცის, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, საპირისპიროს არ იტყვის. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წელი დაესვენა და სიტყვას არ გატეხავს.
არ მჯერა, რომ ინგლისში ოდესმე იმუშავებს. ეს მისი სტილი არაა. ვესაუბრე და ეს იდეა არ იზიდავს. „იუვენტუსს“ შესანიშნავი პროექტი აქვს. ზიდანს კი ამ გუნდთან ისტორია აკავშირებს და შესაძლოა ერთ დღეს „იუვეში“ დასაქმდეს“ – განაცხადა ალან მილიაჩომ.