ზიდანი - „ვილეარეალთან“ მატჩი ყველაზე რთული იქნება
ზიდანი - „ვილეარეალთან“ მატჩი ყველაზე რთული იქნება

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ მისი გუნდისთვის სეზონის დარჩენილ მატჩებს შორის ყველაზე რთული „ვილეარეალთან“ გასამართი შეხვედრა იქნება.

„ვილეარელმა“ იცის, როგორ ითამაშოს და ის ძალიან უხერხული მეტოქეა, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს AS. – ვფიქრობ, რომ დარჩენილ შეხვედრებს შორის „ვილეარეალთან“ მატჩი ყველაზე რთული იქნება.

აზარი მოედანზე გამოვა. ის თავს უკეთესად გრძნობს და დისკომფორტს არ განიცდის. არ განვიხილავ ორი მომდევნო მატჩის ფრედ დასრულებას, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ეს განწყობა მოტივაციას გვმატებს“, – აცხადებს მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი.

რეალი-ვილეარეალის შეხვედრა ხვალ, 16 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.