ზღვისუბანში მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან მამაკაცი გადმოხტა
ზღვისუბანში მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან მამაკაცი გადმოხტა

თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

როგორც სანატორიუმთან შეკრებილები აცხადებენ, ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.

„ითხოვდა ბინას, რადგან მის ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, ფიზიკურად არ შეიძლება ცხოვრება. ნორმალური ადამიანი მად ვერ იცხოვრებდა. დაიღალა ამით და გააკეთა ის, რაც გააკეთა“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნანა შალვაძემ.

ყოფილ სანატორიუმ „ქართლთან“ მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის დანაყოფები. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.