ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექთანი პარალელურად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და მისი დაინფიცირებაც აღნიშნულ საავადმყოფოს უკავშირდება.

ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ გველესიანის ინფორმაციით, პაციენტთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას სპეციალისტები სახლში აკვირდებიან, ხოლო ექთნის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გველესიანის ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ვირუსი არ დაუდასტურდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ცხრა პირს.

დატოვე კომენტარი