ზესტაფონში, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ზესტაფონში, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში წუხელ უხვად მოსული ნალექის გამო, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

სტიქიის შედეგად, დაახლოებით 60 ოჯახი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე დარჩა.

სტიქიის ზონაში მობილიზებული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. მძიმე ტექნიკის საშუალებით, გუშინვე მოხდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა.