ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გაიხსნა
ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გაიხსნა

ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გაიხსნა.

სკოლების რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც 140 მლნ დოლარი იხარჯება.

პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. საერთო ჯამში, რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდება.