ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა გაიხსნა
ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა.

სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 6 227 659.74 ლარია, 1040 მოსწავლეზეა გათვლილი.

სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: დამონტაჟდა ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.