ზესტაფონში რამდენიმე ტრაილერი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა

ზესტაფონში, შორაპანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე სამი სატვირთო ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა.

სამივე ტრაილერი ხევში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადავარდა და შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები პირველ არხთან ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი საბურავების მოცურება გახდა.

ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის კოდექსით გამოძიება არ დაწყებულა და მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.