ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხმა მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა
ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხმა მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა

პარტია „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ქალაქ ზესტაფონის მე-7 უბანზე მისცა.

გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, არჩევანი ზესტაფონის მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.  კანდიდატმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ხმა მივეცი ზესტაფონის მომავალს და ჯანსაღ გარემოს. მინდა,  მოვუწოდო მოსახლეობას, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ზესტაფონის განვითარებასა და კეთილდღეობას. მჯერა მათი და მჯერა გამარჯვების. ზესტაფონს სჭირდება მეურვე და და ეყოლება მეურვე მერი, რომელიც იზრუნებს დაგეგმილი პროექტების დასრულებაზე. მჯერ ამომრჩევლის, რომ მშვიდ გარემოში ჩაივლის არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მერებს დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ჭიათურასა და ხულოში ირჩევენ.