ზესტაფონში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყო  
ზესტაფონში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყო  

ქალთა კვირის ფარგლებში, ზესტაფონში, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყო. მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მსვლელობით რამდენიმე ქუჩაზე გადაინაცვლეს.

აქცია პროექტ „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” ორგანიზებით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

აქცია მუსიკალურ სკოლაში კონცერტით დასრულდა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ჩაატარეს.