ზესტაფონში ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს
ზესტაფონში ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს

ზესტაფონის ერთ-ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს.

ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საბრძოლო აღჭურვილობა ადგილობრივის ეზოში იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც ტერიტორიაზე წყლის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობდა. საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ.

საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცულია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.