ზესტაფონში დედა და ორი შვილი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა 

19:09, 16.09.2019

ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი