ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა

20:26, 27.04.2019

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა, ორი ადამიანი კი, დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე, სავალი გზიდან გადავარდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი