ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ.

150-მდე მუშა ხელფასის გაზრდას მოითხოვს, ისინი ასევე არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხონა არ შესრულდება.

ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს გაფიცულებს აცნობებენ.