ზესტაფონში 17:00 საათისთვის 20 335-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული
ზესტაფონში 17:00 საათისთვის 20 335-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული

ზესტაფონის 51-ე საარჩევნო ოლქში 17:00 საათისთვის 20 335-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. აქტივობა 36,99 პროცენტს შეადგენს.

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ზესტაფონის საოლქო კომისიაში 17:00 საათისთვის ხუთი საჩივარია შესული. კომისიის წარმომადგენლების თქმით, ყველა  საჩივარი პროცედურული ხასიათისაა და აჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.