ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზესტაფონსა და ჭიათურაში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა.

სადეზინფექციო სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის დასუფთავების სამსახურებმა ერთობლივად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განახორციელეს.

დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.