ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში ჩაერთო. პროგრამა, რომელიც 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, სოფელ მეორე სვირში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს. იმუნიზაციის პოპულარიზაციის და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით კამპანიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.