ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი - პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა
ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი - პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა

პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, – ამის შესახებ ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, დაასაქმებს ადამიანებს.

„არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, დაასაქმებს ადამიანებს“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.