ზემო სვანეთში დიდთოვლობის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზემო სვანეთში დიდთოვლობის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზემო სვანეთში დიდთოვლობაა. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა კალა-უშგულის მონაკვეთზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

მისივე თქმით, უკვე გამოიყო სპეციალური ტექნიკა, რომელიც ადგილზე გააკონტროლებს ვითარებას.

ჟორჟოლიანის განცხადებით, მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების მიწოდება აღდგენილია.