ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კილომეტრიანი ოთხ ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ვადა კი, 27 თვეა.

ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. წინადადებების ელექტრონულად მიღება 21 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება.

დეპარტამენტი განმარტავს, რომ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა. მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, ხუთი გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება.