ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში მიმავალი სატვირთო მანქანების რიგი იზრდება
ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში მიმავალი სატვირთო მანქანების რიგი იზრდება

რუსეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან გაჩერებული სატვირთო მანქანების რაოდენობამ 279 ერთეულს გადააჭარბა, – იტყობინება საინფორმაციო პორტალი „ეხო კავკაზა“.

მოძრაობა სატრანსპორტო საშუალებებისთვის 19 იანვარს შეიზღუდა, 20 იანვარს კი შეზღუდვა მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანებზე მოიხსნა.

„ეხო კავკაზა“ რუსეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 21 იანვარს ვალდიკავკაზი-ლარსის მიმართულებით 227 სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული, დღეს კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.