ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით შემცირდება
ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით შემცირდება

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 20 888 888 ლარია.

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით 52 კმ-მდე სიგრძის იქნება.

ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით მცირდება.

ამ დროისთვის ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მე-2, მე-4 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.