ოლიმპიური თამაშების მე-13 დღეს მედლების 10 კომპლექტ თამაშდება.
დღის პირველი ჩემპიონი სნოუბორდის დისციპლინა ბიგ-ეირში გამოვლინდა. 185.00 ქულით გაიმარჯვა ავსტრიელმა ანა გასერმა, რომელიც სოჭში მხოლოდ მე-10 იყო, თუმცა, წელს ლიდერობს მსოფლიოს თასს.
მეორეზე გავიდა ამერიკელი ჯეიმი ანდერსონი, ხოლო მესამეზე ზელანდიელი ზოი სადოვსკი-სინოტი. ეს არის ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეორე მედალი ახალი ზელანდიისთვის. პირველი 1992 წელს სამთო მოთხილამურემ ანელიზ კობერგერმა მოიპოვა – ვერცხლის მედალი აიღო. ის შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი სპორტსმენი სამხრეთის ნახევარსფეროდან, ვინც ზამთარში ოლიმპიური მედალი მიიღო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე