ზედიზედ მესამე დღეა მონტენეგროში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა
ზედიზედ მესამე დღეა მონტენეგროში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ზედიზედ მესამე დღეა მონტენეგროში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესხებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მონტენეგროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 17 მარტს დადასტურდა. მას შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 312 შემთხვევა გამოვლინდა. 189 დაავადებული უკვე განიკურნა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

მონტენეგროს ხელისუფლება კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე 4 მაისიდან გადავა. მეორე ფაზა სილამაზის სალონების, ფიტნეს ცენტრების, სტომატოლოგიური კლინიკებისა და მაღაზიების გახსნას ითვალისწინებს.