ზედამხედველობის სამსახურმა კუს ტბის მიმდებარედ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა
ზედამხედველობის სამსახურმა კუს ტბის მიმდებარედ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა ტერიტორიის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ხეების მოჭრის ფაქტების შესახებ შეტყობინება შემოვიდა, პარალელურად, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ, რაზეც რეაგირება მოხდა.

გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობა და მოხდა თუ არა ხეების უკანონო ჭრა.

კომპანია „არმლენდერ ასოშეიტსის“ წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, ხეები კი ორი წლის წინ, ხმობის შედეგად წაიქცა.

ადგილზე იყვნენ „პარტიზანი მებაღეებიც“, რომლებიც ამბობენ, რომ ტერიტორია წლებია სადავოა და მათი ინფორმაციით, მშნებლობის ნებართვა კომპანის არ აქვს.