დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ შეუძლია თქვას, ვლადიმერ პუტინი მეგობარია თუ მტერი

16:52, 10.07.2018

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ შეუძლია თქვას, ვლადიმერ პუტინი მეგობარია თუ მტერი. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეტოქე და კონკურენტია.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრა შესაძლოა, უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები.

თეთრი სახლის ლიდერი 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას.

მსგავსი