ზბიგნევ რაუ - საქართველოში ვარ, რათა ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მხარდაჭერა, როგორც პოლონეთის, ისე ეუთო-ს სახელით
ზბიგნევ რაუ - საქართველოში ვარ, რათა ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მხარდაჭერა, როგორც პოლონეთის, ისე ეუთო-ს სახელით

საქართველოში ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე, ეუთო-ს სახელით, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, რეგიონში არსებულ ვითარებას, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებს.

შეხვედრის შემდეგ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.