ზბიგნევ რაუ - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამოვედი მოწოდებით, რომ საქართველოს სწრაფად გადაეცეს სტატუსი მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება
ზბიგნევ რაუ - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამოვედი მოწოდებით, რომ საქართველოს სწრაფად გადაეცეს სტატუსი მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გამოვედი მოწოდებით, რომ საქართველოს სწრაფად გადაეცეს სტატუსი მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად, კანდიდატის სტატუსი გადაეცეს უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ ეს არ ცვლის პოლონეთის პოზიციას. ზბიგნევ რაუს განცხადებით, სტატუსი საქართველომაც უნდა მიიღოს.

„საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით როდესაც ვსაუბრობთ, პოლონეთმა საკუთარი პოზიცია წლების წინ დააფიქსირა, რომ ე.წ. ასოცირებული ტრიოს სამივე წევრი ქვეყანა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას ერთნაირად, მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ განსაკუთრებულ მოვლენებს, რაც გამოწვეულია რუსეთის აგრესიის უკრაინაში. ევროკომისიამ გადაწყვიტა, გამოაცხადოს მისი ნება, რომ პირველ ყოვლისა, კანდიდატის სტატუსი გადაეცეს უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ ეს არ ცვლის პოლონეთის პოზიციას. ჩვენი შეფასებით, საქართველომაც უნდა მიიღოს სტატუსი. ზოგიერთი პირობები იყო დასახელებული და ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი შესრულდება. დღევანდელ საბჭოზე მე გამოვედი მოწოდებით, რომ საქართველოს სწრაფად გადაეცეს სტატუსი, მას შემდეგ, რაც ეს პირობები შესრულდება“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.