ზაზა ვაშაყმაძე კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო და მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა
ზაზა ვაშაყმაძე კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო და მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფი სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.

მან ეკლესიაში შეკრებილ მრევლს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

„სრულიად საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას, კათოლიკე მღვდელსა და მსოფლიო კათოლიკურ სამყაროს საქართველოს მთავრობის სახელით და სახელმწიფოს სახელით მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

დღეს ქრისტიანული სამყაროს უდიდესი უმრავლესობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დღეს არის აღდგომა კათოლიკური ეკლესიისთვის, ლუთერანული ეკლესიისთვის და სომხური ეკლესიისთვის.

მინდა, მივულოცო ყველას ეს ბრწყინვალე დღესასწაული. შეეწიოთ ამ დღის მადლი და ეს დღესასწაული იყოს გამაერთიანებელი იმ ტოლერანტობისა და ურთიერთობისა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის, მომავალშიც იქნება და რისი დასტურიც არის თუნდაც დღევანდელი დღე.

დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდი წინსვლა გვექნება ამ კუთხით”, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.