ზაზა სვანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა სვანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ზაზა სვანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

სვანაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათთვის მოულოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ადვოკატის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტს, სვანაძეს ბრალი წარუდგინეს 151-ე მუქარის მუხლით, რაც  ბრალდების მხარის განცხადებით, გამოიხატა სვანაძის „ფეისბუქ“ სტატუსით ნინო ჯღარკავას მიმართ.

„უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე მკაცრი ფორმა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ბრალდება დამახინჯებულად აქვს წარდგენილი პროკურატურას და კონტექსტიდან ამოვარდნილია საერთო სურათიდან. ზაზა სვანაძე განმარტავს, რომ სოციალურ გვერდზე გავრცელებული სტატუსი არ იყო რეალური მუქარა“,- განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

ზაზა სვანაძის საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ივნისს გაიმართება.