ზაზა შათირიშვილი - ჩემი სახელი არავისზე ნაკლები არ არის იმათ შორის, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა სურთ
ზაზა შათირიშვილი - ჩემი სახელი არავისზე ნაკლები არ არის იმათ შორის, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა სურთ

ვფიქრობ, ჩემი სახელი და გვარი არავისზე ნაკლები არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებს შორის, – ამის შესახებ პირველ არხს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განუცხადა.

როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად მისი დასახელების იდეა გაუჩნდათ ჩვეულებრივ ადამიანებს, პროფესორებს, რადგან ჩაითვალა, რომ  ადამიანი, რომელიც ხუთი წელია, აკეთებს კარგ გადაცემებს, რატომ არ უნდა იყოს წევრობის კანდიდატი.

„დაახლოებით მსგავსი საუბარი ხდება ჩემს მშობლიურ კათოლიკურ ეკლესიაში პაპ ფრანცისკეს არჩევასთან დაკავშირებით, რომ 12 კარდინალი მანამდე შეიკრიბა. ამაზე იწერება და ზუსტად ასეთ კონტექსტში განვიხილავ ჩემზე საუბარს. მასმედია ყველგან, ყველაზე ამაღლებულ ადამიანებთანაც კი ასეთ დამოკიდებულებაშია.
ბორდის წევრობის იდეა მეგობრებთან ერთად დაიბადა ნოემბერში, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოდ ჩემი მეგობარია, მაგრამ ეს იდეა გაუჩნდათ ჩვეულებრივ ადამიანებს, პროფესორებს, რადგან ჩაითვალა, რომ რატომაც არა, ადამიანი, რომელიც ხუთი წელია, აკეთებს კარგ გადაცემებს, ადამიანი, რომელიც აკეთებს ინტელექტუალურ გადაცემებს სხვებზე უკეთ, რატომ არ უნდა იყოს წევრობის კანდიდატი. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ფიგურით არანაკლებ გავლენას ვახდენ საზოგადოებრივ პროცესებზე და ვფიქრობ,  ჩემი სახელი და გვარი არავისზე ნაკლები არ არის დასახელებულთა შორის“, – აღნიშნა შათირიშვილმა.