ზაზა შათირიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი თავი ამოწურეს
ზაზა შათირიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი თავი ამოწურეს

არასამთავრობოები დღეს მხარეა და არასდროს არანაირი ნეიტრალობა არ არსებულა, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

ნეიტრალობა მითოსია. გეოპოლიტიკა ვინმემ გააუქმა?! თუ რაღაც მთლიანობაში ავიღებთ, ყველა რაღაც მხარეა. აპოლიტიკურობაზეც რომ ვთქვათ, შეიძლება, იყო აპოლიტიკური ბერი დაყუდებული. კი ბატონო, ასეთ პოზიციას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე-5 – მე-6 საუკუნეებში დაყუდებულ სვიმონ მესვეტესთან იმპერატორები მიდიოდნენ და პოლიტიკურ შეკითხვებს უსვამდნენ, რა უნდა გავაკეთოთო“, – განაცხადა შათირიშვილმა.

როგორც ფილოსოფოსმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე გუშინდელი დღეა.

„მათ მორალურად ვერ შევაფასებ, რადგან ინსტიტუცია საქმიანობით ფასდება და არა მორალურად. ხომ არის რაღაც სოციალური, პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც თავის თავი ამოწურა?! მაგალითად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარი თავი ძალიან დიდი ხანია ამოწურა. თავი ამოწურეს აგრეთვე იმ პარტიებმა, რომლებიც პირველი ეროვნული მოძრაობიდან მოდიან. აქაც ასე მოხდა და ამ არასამთავრობოებმაც საკუთარი თავი ამოწურეს“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.