ზაზა სარალიძის ადვოკატი - სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია
ზაზა სარალიძის ადვოკატი - სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია, – ასე უპასუხა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას, სასამართლო პროცესის დროს იყო თუ არა უხეში ჩარევა პროკურორების მხრიდან მოწმეების, ან ბრალდებულების დაკითხვისას და თუ იყო ჩვენების შეწყვეტის მცდელობა.

„მოწმეების დაკითხვისას ისეთი უხეში ჩარევა, რომ ვთქვათ, გაეწყვეტათ და სხვა მიმართულებით წაეყვანათ, მე ასეთ ფაქტებს ვერ დავასახელებ. კიდევ ვიმეორებ, არ მინდა, რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ერთი გარემოება, როდესაც მოწმეებმა, რამდენიმე მოწმემ ითხოვა პროცესის მიმდინარეობის დროს, როდესაც ისინი ჩვენებას აძლევდნენ, გაეყვანათ ბრალდებულები დარბაზიდან, არ დაუკმაყოფილეს ეს შუამდგომლობა და მივიღეთ სურათი ისეთი, რომ ამ ბავშვემა მისცეს არაფრის მომცველი ჩვენება. თუმცა ძალიან საგულისხმო იყო ის დეტალი, რომ როდესაც მივიდნენ იმაზე საუბრის დროს, ეკავათ თუ არა მათ ხელში რაიმე იარაღი, ამ ბავშვებმა გადახედეს ბრალდებულებს, მე ვადევნებდი თვალყურს ამას და ნათლად დავინახე, როგორ გადახედეს. თუ არ ვცდები ეს იყო გ. ჯ, ოღონდ  შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ხელში არაფერი დაუნახავთ. ბრალდებულებზე ვსაუბრობ“, – განცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დატოვე კომენტარი