ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, პროკურატურა ცდილობს, მ.კ. სანდო მოწმედ აქციოს და აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმეზე კითხვებს არ უსვამდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, კითხვები ეხებოდა მხოლოდ მ.კ-ს მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას, რაზეც გასამართლდა მისი ნათესავი მერაბ მორჩაძე. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ხვალ, მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე დასვამს.

„უნდათ, რომ კალანდია სანდო მოწმედ დააბრუნონ. ხვალ უნდა შევხვდე პროკურორს და იქ დავსვამ განსაკუთრებულ კითხვებს. არ გავაჟღერებ ჯერ მათ, რომ წინასწარ არ მოემზადონ. კალანდიას „გაპრავებას“ აპირებენ. კითხვები მხოლოდ ზემოქმედებას ეხებოდა და არა მკვლელობის ეპიზოდს. ფიზიკურად ვერ გავუძელი. ადვოკატებმა პროტესტი დააყენეს კითხვებზე. მოსამართლემ, გაგაძევებ გარეთო, არადა, ადვოკატს გადავუჩურჩულე. არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია. ფაქტია, ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია მკვლელი არ არის. ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საქმის მთავარი მოწმე მ.კ. იკითხება.