ზაზა სარალიძე - ვიბრძოლებთ, ვიდრე ჭეშმარიტება არ აღდგება, ნაძვის ხე ხელს არ შეგვიშლის
ზაზა სარალიძე - ვიბრძოლებთ, ვიდრე ჭეშმარიტება არ აღდგება, ნაძვის ხე ხელს არ შეგვიშლის

ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე ჭეშმარიტება არ აღდგება, ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქაურობას, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.

„გადაწყვეტილი აქვთ ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. ეს არის ბოლო შანსი, რომ მე და ჩემი ოჯახი გაანადგურონ, რათა ხმა ვერ გამოიღოს ვერავინ. იმედი მაქვს ქართველი ხალხის. ჩვენ კიდევაც რომ გაგვანადგურონ, ეს ხალხი მაინც მიიყვანს ჩემი შვილის საქმეს ბოლომდე. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე ჭეშმარიტება არ იქნება აღდგენილი, მანამდე აქ ვიქნებით. ერთ წელია, ხელისუფლებას ვეხვეწები, რომ ჩემი შვილის მკვლელები მისცენ პასუხისგებაში, რომელიმემ გააპარტყუნა ყური? ჩვენ ნაძვის ხე არაფერში ხელს არ გვიშლის, პირიქით მივეხმარებით. მთელ საქართველოს მივმართავ, ვისაც სწყურია, რომ სამართალმა იზეიმოს, დავდგეთ ერთად და სამართალს მივაღწიოთ ერთობლივად. ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქაურობას, რომ ხვალ თქვენ არ იყოთ შემდეგი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.