ზაზა სარალიძე - პროკურატურა რამდენიმე ადამიანს მფარველობს
ზაზა სარალიძე - პროკურატურა რამდენიმე ადამიანს მფარველობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, პროკურატურა მფარველობს რამდენიმე ადამიანს და აქედან გამომდინარე მფარველობს ყველა იმ პირს, ვინც ხორავას ინციდენტში მონაწილეობა მიიღო.

„დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მფარველობს რამდენიმე ადამიანს და ამ რამდენიმე ადამიანიდან გამომდინარე მფარველობს ყველა იმ პირს, ვინც ხორავას ინციდენტში მონაწილეობა მიიღო, რადგან გარკვეულწილად ყველა დამნაშავეა, ვინც იქ მონაწილეობდა. ზოგი გადამალეს, ზოგი დაჭრილი იყო და პასუხისგებაში არ მისცეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს იმედი არ აქვს, რომ მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობა დადგება.

“არამგონია, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობა პროკურატურამ დააყენოს, თუმცა მისი საკითხი დასაყენებელია იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ მისი მეუღლის დისშვილმა დაადასტურა სუბელიანის ვიზიტი მათთან ოჯახში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ გადამალულები მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი ბრალდებული. ფაქტობრივად, შეუტყობინებლობაზე, დამნაშავის დაფარვაზე წესით პასუხისმგებლობა უნდა დადგეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.