ზაზა სარალიძე პარლამენტში მივიდა
ზაზა სარალიძე პარლამენტში მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

სარალიძე დროებითი საგამოძიებო კომისიიდან „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეხვდება, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძესა და მდივანს, ოთარ კახიძეს.

შეხვედრა სარალიძის ინიციატივით იმართება და მას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრება.