ზაზა სარალიძე - ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე, ნუ აკეთებთ ამას ხალხო
ზაზა სარალიძე -  ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე, ნუ აკეთებთ ამას ხალხო

გვერდით დამიდექით როგორც ადამიანები და არა როგორც პოლიტიკოსები, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთველის გამზირზე განაცხადა, სადაც 16:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს.

„მოვუწოდებ ქართველ ერს, არავინ იფიქროს, რომ მე მოვუწოდებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი გუნდიდან იქნება თუ რომელიმე პარტიიდან, შოთაძის უწყებიდან თუ გახარიას უწყებიდან. როგორც ადამიანები, ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას ხალხო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.