ზაზა სარალიძე - მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, აქციების გაგრძელებას ვაპირებ და მჭირდება ხალხი გვერდზე
ზაზა სარალიძე - მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, აქციების გაგრძელებას ვაპირებ და მჭირდება ხალხი გვერდზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მისი წყობიდან გამოყვანას ემსახურება. ზაზა სარალიძე სექტემბრიდან ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

„გონივრული ეჭვი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. იმის მერე, რაც მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებად გამოგვაცხადეს, დღევანდელი ფაქტი არ გამკვირვებია. უკან დახევას არ ვაპირებ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, სახელმფწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძლებას და მჭირდება ხალხი გევრდზე, ერთხელ და სამუდაოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი, მათ შორის თენგიზ კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კალანდიას, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-ს მამაა, 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო დანარჩენ ორ დაკავებულს 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს. სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.