ზაზა სარალიძე - ხელისუფლება გონს მიეგოს და ყველა დამნაშავე მისცეს პასუხისგებაში
ზაზა სარალიძე - ხელისუფლება გონს მიეგოს და ყველა დამნაშავე მისცეს პასუხისგებაში

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქცია-მსვლელობაზე განუცხადა.

„პროკურატურამ და გამოძიებამ რაც არ უნდა იძახოს, რომ მომაკვდინებელი ჭრილობის ავტორი არ არის, მომაკვდინებელი ჭრილობა იყო 12-ვე ჩემთვის, ის 12 ჭრილობა, რომელიც მიაყენეს ჩემს შვილს, ყველა არის მკვლელი. ერთია მხოლოდ დაჭერილი, ორი დადის თავისუფლებაზე. სანამ ის ორი კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს, მანამ სჯობს, ხელისუფლება გონს მიეგოს და მისცეს პასუხისგებაში ყველა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა სოციალური ქსელით დაიგეგმა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით მსვლელობით ხორავას ქუჩაზე მივიდნენ, სადაც ერთი წლის წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელსაც არასრულწლოვნების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე სანთლები დაანთეს და მოზარდების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დატოვე კომენტარი