ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს
ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთაველზე, პარლამენტთან განუცხადა.

„მე მინისტრს ორი თვის წინ ვეხვეწე და ვემუდარე დაჩოქილმა, შემხვდი-თქო, დღეს არა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სარალიძესთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. 

„გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას – ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შს სამინისტრო ავრცელებს.